ფეხბურთი

23:35 | 26.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

"ლივერპულის" ზამთრის სამიზნე - იკერ კასილიასი

ინგლისური “ლივერპული” ვეტერანი ესპანელი მეკარის იკერ კასილიასის შეძენას გეგმავს. El Pais-ის ინფორმაციით, ალბიონელებსა და “პორტუს” შორის შეთანხმების მიღწევა ადვილი შესაძლებელია, რადგან პორტუგალიელებსაც სურთ კასილიასის გასხვისება.

წყაროს ცნობით, იკერსა და “დრაკონების” მთავარ მწვრთნელ სერჟიო კონსეისაოს შორის ვითარება დაძაბულია – პორტუგალიელი სპეციალისტის გამოცდილ კიპერს ბოლო დროს აღარ ენდობა და ასეთ ვითარებაში კლუბს არ სურს იმ ფეხბურთელის შენარჩუნება, რომელსაც ხელფასის სახით 5 მილიონ ევროს უხდის.

თავის მხრივ, “ლივერპული” მაღალი დონის მეკარის ძიებაშია. იურგენ კლოპი უკმაყოფილოა სიმონ მინიოლესა და ლორის კარიუსის თამაშით მათივე არასტაბილურობის გამო. ლეგენდარული ესპანელს "ენფილდ როუდზე" ზამთრის სატრანსფერო პერიოდში ელოდებიან. აღსანიშნავია, რომ “წითლებს” იკერის დამატება გასულ ზაფხულსაც უნდოდათ.

რაც შეეხება კასილიასს, იგი “პორტუს” 2015 წელს შეუერთდა. მიმდინარე სეზონში 10 თამაში ჩაატარა და 7-ჯერ კარი მშრალად შეინახა, თუმცა ბოლო ოთხი მატჩია სათადარიგო სკამზე უწევს ყოფნა, ხოლო “პორტუს” კარს ახალგაზრდა ჟოზე სა იცავს.

0.133409