ფეხბურთი

18:10 | 26.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

გურამ კაშია: "ვაფასებ თქვენს თანადგომას"

საქართველოს ნაკრებისა და არნემის "ვიტესის" მცველი გურამ კაშია სოციალურ ქსელში მის მხარდამჭერ აქციას გამოეხმაურა. ყველა იმ ადამიანს, რომელიც ბოლო დღეებში გურამს მხარდაჭერა გამოუცხადა, მადლობა გადალობა გადაუხადა.

"ძალიან დიდი მადლობა ყველა ადამიანს, მიყვარხართ და ვაფასებ თქვენს თანადგომას! მე მაქსიმუმს გავაკეთებ იმისთვის, რომ ჩემი წარმატებით გაგახაროთ. ახლა მხოლოდ მოახლოებულ საკლუბო და სანაკრებო მატჩებზე ვფიქრობ", - დაწერა სოციალურ ქსელში კაშიამ.

შეგახსენებთ, 15 ოქტომბერს, კაშია ერედივიზიონის აქციაში ჩაერთო და მოედანზე, როგორც დანარჩენი ჰოლანდიური გუნდების სხვა კაპიტნები, LGBT თემის მხარდამჭერი კაპიტნის სამკლავურით გავიდა. ამას კი საქართველოში დიდი რეზონანსი მოჰყვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.120364