ბრაზილიური “გრემიო” კოპა ლიბერტადორესის ფინალთან ძალზე ახლოსაა. “გრემიომ” ნახევარფინალის პირველ შეხვედრაში სტუმრად ეკვადორული “ბარსელონა” ადვილად, 3:0 დაამარცხა.
სტუმრები 2:0 იგებდნენ, როდესაც პატარა სასწაული ჩაიდინა მარსელო გროემ – “გრემიოს” მეკარემ. 30 წლის კიპერმა ეკვადორელი შემტევს 2 მეტრიდან უძლიერესი დარტყმული აუღო და პუბლიკის აღტაცებაც დაიმსახურა.
ამ გუნდებს შორის საპასუხო მატჩი ბრაზილიაში 2 ნოემბერს შედგება. აქვე გეტყვით, რომ ლიბერტადორესის თასის მეორე ნახევარფინალურ მატჩში “რივერ პლეიტმა” “ლანუსი” შინ 1:0 დაამარცხა.