იტალიის მოქმედმა ჩემპიონმა ტურინის “იუვენტუსმა” სერია A-ს რეკორდი გაიმეორა. საქმე ისაა, რომ მასიმილიანო ალეგრის გუნდმა საწყის 10 ტურში 31 გოლის გატანა მოახერხა, ასეთი შედეგიანობით კი 1951-1952 წლების სეზონის შემდეგ არცერთ გუნდს არ უთამაშია. აღსანიშნავია, რომ მაშინაც 31 გოლი სწორედ “იუვემ” გაიტანა.
იტალიის ჩემპიონატის მეათე ტურში “ბებერმა ქალბატონმა” “სპალი” 4:1 დაამარცხა და 25 ქულით მესამე პოზიციაზე იმყოფება. ჩამორჩება რა, “ინტერს” 1 და “ნაპოლის” 3 ქულით.