ევროლიგის მესამე ტურში მორიგი მარცხი განიცადა მალაგას “უნიკახამ”. ანდალუზიელები საკუთარ მოედანზე გერმანულ “ბამბერგთან” ვერ გახდნენ ვერაფერს – 76:80.
“უნიკახას” სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა გიორგი შერმადინი, რომელმაც საბოლოოდ პარკეტზე 17:54 წუთი გაატარა. მოცემულ დროში ქართველმა ცენტრმა საკუთარ გუნდს 10 ქულა, 5 მოხსნა, 1 პასი და 1 დაფარება შესძინა.
გიორგიმ შვიდიდან 4 საჯარიმო და ექვსიდან სამი ორქულიანი ჩააგდო. ერთხელ კი, ბურთი მეტოქის ფარზე მოხსნა. ჩვენებურის მარგი ქმედების კოეფიციენტმა 12 შეადგინა.
“უნიკახამ” ევროლიგის საწყის ტურში მოიგო, მაგრამ მერე მიჯრით ორჯერ დამარცხდა და ახლა მე-11 ადგილზე იმყოფება. ანდალუზიელები მომდევნო შეხვედრას 27 ოქტომბერს, სტუმრად “ვალენსიას” დაუპირისპირდებიან.