ფეხბურთი

18:04 | 25.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

ინგლისის საოცარი აღმასვლა

ასეთი საოცარი სახეცვლილება, ინგლისი რომ განიცდის ასაკობრივი ნაკრებების დონეზე, მართლაც იშვიათია. აი, ამჯერად უკვე 17-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გავიდნენ...

ინგლისელებმა ნახევარფინალში 3:1 მოუგეს ბრაზილიას, რომელმაც მეოთხედფინალში გერმანიას 2:1 აჯობა და საერთოდაც, ჩემპიონობის N1 ფავორიტად მიიჩნეოდა.

რაიან ბრიუსტერი – “ლივერპულის” ახალგაზრდული გუნდის თავდამსხმელმა ჰეთ-თრიქი შეასრულა ნახევარფინალში.

ბრაზილია-ინგლისი 1:3 (1:2)

გოლები: 0:1 ბრიუსტერი (10), 1:1 ვესლი (21), 1:2 ბრიუსტერი (39), 1:3 ბრიუსტერი (77)

მეორე ნახევარფინალი 18:30 საათზე დაიწყება: მალი – ესპანეთი

ინგლისს არასოდეს მოუგია 17-წლამდელთა მუნდიალი. ასევე, არც მალისა და ესპანეთს... ასე რომ, ახალი ჩემპიონი ეყოლება ამ ასაკობრივს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.13186