ფეხბურთი

16:20 | 25.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

18 წლის რუმინელი ფეხბურთელი პროთეზით

რუმინეთში, პროფესიონალურ დონეზე დებიუტი ჰქონდა 18 წლის კოზმინ ლამბრუს, რომელმაც ბავშვობაში მარცხენა ხელის ნაწილი დაკარგა და პროთეზი აქვს.

ლამბრუ 8 წლისა იყო, როცა სატვირთო მანქანის ქვეშ მოჰყვა და მისი სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი წყდებოდა, თუმცა ამან ხელი ვერ შეუშალა, რომ პროფესიონალი ფეხბურთელი გამხდარიყო.

ლამბრუ პლოეშტის “პეტროლულში” თამაშობს და ქვეყნის თასზე “უნივერსიტატიასთან” მატჩში მიიღო მონაწილეობა.

ასეა, როცა ძალიან მოინდომებ, შეუძლებელი არაფერია.

0.126549