მიუნხენის “ბაიერნის” ყოფილმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ჩინეთის სუპერლიგის გუნდი “გუანჯოუ” ჩაიბარა. აღნიშნულ ინფორმაციას Nanfang Daily ავრცელებს.
იტალიელმა სპეციალისტმა ჩინურ კლუბთან წინასწარი ხელშეკრულება გააფორმა, თუმცა მუშაობას ის მომდევნო თვის შუა რიცხვებიდან დაიწყებს და ლუის ფილიპე სკოლარს ჩაანაცვლებს.
58 წლის იტალიელი დაახლოებით ერთი თვის წინ “ბაიერნიდან” არადამაკმაყოფილებელი შედეგების და კლუბის ლიდერებთან კონფლიქტის გამო დაითხოვეს.
აღსანიშნავია ისიც, რომ უცხოური პრესა კარლოს ლონდონის “ჩელსიში” ანტონიო კონტეს შემცვლელად მოიაზრებდა.