ევროლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში “რეალმა” შინ “ოლიმპია მილანო” 100:90 დაამარცხა. “სამეფო კლუბის” ამ გამარჯვების მთავარი შემოქმედი 18 წლის სლოვენიელი ლუკა დონჩიჩი გახლავთ, რომელმაც გუნდს 27 ქულა, 8 მოხსნა, 5 პასი და 3 ჩაჭრა შესძინა.
დონჩიჩმა ევროლიგის სამ მატჩში ჯამში 68 ქულა ჩააგდო. ფაქტია, 18 წლის სლოვენიელი “რეალის” უპირობო ლიდერად იქცა.
“რეალი” სამი მოგებით ევროლიგის “ტოპ-16”-ის პირველ ადგილზეა.