ფეხბურთი

10:45 | 25.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

“რენი” ბლანთან შეთანხმებას ცდილობს

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების, პსჟ-სა და “ბორდოს” ყოფილი თავკაცი ლორან ბლანი, შესაძლოა, ლიგა 1-ში დაბრუნდეს. ფრანგული გამოცემების ცნობით, 51 წლის სპეციალისტს მთავარი მწვრთნელად “რენი” ეპატიჟება.

კლუბის ხელმძღვანელობა კრისტიან გურკუფის მუშაობით უკმაყოფილოა და ბლანთან შეთანხმების შემთხვევაში, მის დათხოვნას აპირებს.

ლიგა 1-ში ჩატარებული 10 ტურის შემდეგ “რენის” აქტივში მხოლოდ 9 ქულაა და გუნდი სატურნირო ცხრილში მე-15 ადგილზე იმყოფება.

რაც შეეხება ლორან ბლანს, ის გასული წლიდან, მას შემდეგ რაც “პარი სენ ჟერმენი” დატოვა, უმუშევარია.

0.111075