სინგაპურში მიმდინარე წლის შემაჯამებელი ტურნირის თეთრ ჯგუფში ვინუს უილიამსმა ლატვიელი ელენა ოსტაპენკო მძიმე ბრძოლაში 7:5, 6:7, 7:5 დაამარცხა. მატჩი სამ საათსა და 14 წუთს გაგრძელდა.
მეორე სეტში 5:5-ზე ვინუსის სასარგებლოდ, ამერიკელს მატჩ-პოინტი ჰქონდა, თუმცა ლატვიელმა მოახერხა რამდენიმე ეფექტური ქულის აღება და სეტი ტაი-ბრეიკზე 7:3 მოიგო. მესამე პარტიაში კი 6:5-ზე უილიამსის სასარგებლოდ, 37 წლის ჩოგბურთელმა გადამწყვეტი ბრეიკი შეასრულა.
მეორე შეხვედრაში კაროლინა პლიშკოვამ გარბინიე მუგურუსა 6:2, 6:2 დაამარცხა და ნახევარფინალის საგზური ვადაზე ადრე მოიპოვა.
1. | კაროლინა პლიშკოვა | 2 | 2 | 0 | 4:0 | 2 | |
2. | გარბინიე მუგურუსა | 2 | 1 | 1 | 2:2 | 1 | |
3. | ვინუს უილიამსი | 2 | 1 | 1 | 2:3 | 1 | |
4. | ელენა ოსტაპენკო | 2 | 0 | 2 | 1:4 | 0 |