ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის კვირის საუკეთესო მოთამაშეებად დასავლეთ კონფერენციაში “ჰიუსტონის” უკანახაზელი ჯეიმს ჰარდენი, ხოლო აღმოსავლეთში “მილოუკის” ლიდერი იანის ადეტოკუმბო დაასახელეს.
“ჰიუსტონმა” სამიდან სამი შეხვედრა მოიგო, ჰარდენი საშუალოდ ერთ შეხვედრაში 27.7 ქულას, 9 პასს და 4 მოხსნას აგროვებდა. ადეტოკუმბო კი საშუალოდ ერთ შეხვედრაში 38.3 ქულას, 9.7 მოხსნას, 5 პასს და 2.7 ჩაჭრას.