ფეხბურთი

16:51 | 24.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: “მილანს” Adidas-ი აღარ შემოსავს

იტალიურ “მილანს” ახალი ტექნიკური სპონსორი ეყოლება. როგორც “როსონერის” ვებგვერდი ოფიციალურად იტყობინება, 2018 წლის 30 ივნისს, მოქმედ სპონსორ Adidas-თან ხელშეკრულება გაუქმდება.

როგორც კლუბის ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი, 1 ივლისიდან “მილანს” ახალი ტექნიკური სპონსორი შემოსავს, თუმცა, ჯერჯერობით კონკრეტული კომპანია არ დასახელებულა და მისი ვინაობა მოგვიანებით გახდება ცნობილი.

Adidas-ი “როსონერის” პირველად 1978-1979 წლების სეზონში მოსავდა, ხოლო შემდეგ გარკვეული დროის გასვლისას ისევ დაუბრუნდა იტალიურ გრანდს. გერმანული კომპანია ლომბარდიელებთან 1998 წლიდან თანამშრომლობდა.

იტალიური მედიის ცნობით, “მილანის” ახალი ტექნიკური სპონსორი ასევე გერმანული კომპანია Puma იქნება.

თეგებიმილანი
0.11602