ფეხბურთი

20:40 | 23.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

ლეონარდო ბონუჩი წარსულს ვერ დაუპირისპირდება...

იტალიური “მილანის” კაპიტანი ლეონარდო ბონუჩი იტალიის სერია A-ს სადისციპლინო კომიტეტმა ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა. შესაბამისად, 30 წლის ფეხბურთელი “როსონერის” “იუვენტუსთან” შეხვედრაში ვერ დაეხმარება.

ბონუჩის 25 ოქტომბერს, “კიევოსთან” და 28 ოქტომბერს, “იუვესთან” გასამართი ორი მატჩის განმავლობაში მოუწევს სასჯელის მოხდა.

შავ-წითელთა კაპიტნის დასჯის მიზეზი “ჯენოასთან” მატჩში ალეანდრო როზის წინააღმდეგ უხეშობა გახლდათ – მეტოქეს სახეში იდაყვი ჩაარტყა.

თავის მხრივ, ბოლო ტურში ასევე წითელი ბარათი მიიღო “იუვენტუსის” ხორვატმა ფორვარდმა მარიო მანჯუკიჩმა, თუმცა იგი სასჯელს “სპალთან” მოიხდის და “მილანთან” მოედანზე გასვლა შეეძლება.

შეგახსენებთ, ლეონარდო ბონუჩი “მილანში” სწორედ “იუვენტუსში” გატარებული 7 სეზონის შემდეგ საკმაოდ დიდი მითქმა-მოთქმის შედეგად გადაბარგდა.

0.113937