“პარი სენ ჟერმენის” თავდამსხმელმა ნეიმარმა “მარსელთან” მატჩის (2:2) შემდგომ კომენტარი გააკეთა და მიღებულ წითელ ბარათზე გაამახვილა ყურადღება.
“ეს სასჯელი სრულიად გადამეტებულია. მეტოქე გუნდის მოთამაშეები ძალიან უხეშობდნენ. მთელს სხეულზე სისხლჩაქცევები მაქვს.
“მარსელის” გულშემატკივრებმა კი ჩემთვის ყველა სახის სასმელ-საჭმელი გაიმეტეს. რომ მომენდომებინა ნოყიერად ვისადილებდი.
არ აქვს მნიშვნელობა მსგავსი ფაქტი სად მოხდება, საფრანგეთში თუ ბრაზილიაში. ეს იგივია, რესტორანში წახვიდე და თეფშებისა და ჩანგლების სროლა დაიწყო”, - განაცხადა ნეიმარმა.
შეგახსენებთ, რომ ნეიმარი “მარსელთან” მატჩის 85-ე და 87-ე წუთებზე მიღებული ყვითელი ბარათების გამო გააძევეს, მოედნის დატოვებისას კი მეტოქე გუნდის გულშემატკივარმა მას სხვადასხვა ნივთები და წვენით სავსე ბოთლები ესროლეს. ბრაზილიელი გასახდელში სტიუარდებმა გააცილეს.