ფეხბურთი

15:22 | 23.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

17-წლამდელები შესარჩევის წინ: ქართველებზეც და მეტოქეებზეც

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები 24-30 ოქტომბერს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევში ითამაშებს. ჯგუფში, რომლის მატჩებსაც თბილისი უმასპინძლებს, გიორგი ნემსაძის გუნდის მეტოქეები არიან იტალიის, მონტენეგროსა და ლატვიის ნაკრებები.

ეს 2001 წელს დაბადებულების ნაკრებია, თუმცა რამდენიმე ფეხბურთელი ერთი წლით უმცროსია, მათ შორის, თითქმის მუდმივად სასტარტოში თამაშობდნენ ლუკა ხარშილაძე, ირაკლი აზაროვი და გიორგი შალიკაშვილი.

ნემსაძის ნაკრებმა წლეულს რამდენიმე საერთაშორისო ტურნირზე ითამაშა. უკრაინაში ვიქტორ ბანიკოვის ხსოვნის თასი მოიგო, ყაზახეთში კი “პრეზიდენტის თასზე” მეორე ადგილზე გავიდა. ბოლო თამაშებს რაც შეეხება, ქართველებმა ბელარუსთან გამართეს ამხანაგურები და ორივე თამაში 1:2 წააგეს.

ამ ნაკრებში გამოირჩევიან თბილისის დინამოელი თავდამსხმელები: ზურიკო დავითაშვილი და ხვიჩა კვარაცხელია. გოლებიც უმეტესად მათ გაიტანეს. კარგად წარმოაჩინეს თავი შოთა ნონიკაშვილმა (საყრდენადაც თამაშობს და ცენტრალურ მცველადაც), მარცხენა მცველმა აზაროვმა, მარჯვენა მცველმა ცოტნე კაპანაძემ, ფორვარდმა გიორგი გულიაშვილმა...

თუმცა მთავარი ახლა იწყება, წინ ხომ ევროშესარჩევია და ორი საუკეთესო გუნდი გავა ელიტ-რაუნდში.

ფეხბურთელი გვყავს ბერგამოს “ატალანტას” აკადემიაშიც: ნახევარმცველი დავით ლორთქიფანიძე, რომლის უმცროსი ძმაც (12 წლის) იმავე კლუბის აკადემიაში თამაშობს.

“ატალანტადან” იტალიის 17-წლამდელთა ნაკრებშიც ოთხი ფეხბურთელია: მეკარე ჯელმი, ნახევარმცველები გისლანდი და მანუ, თავდამსხმელი კორტინოვისი.

იტალიელებმა სექტემბერში ოთხთა ტურნირზე ითამაშეს. გერმანიასთან 2:1 მოიგეს, დანარჩენი ორი მატჩი კი ჰოლანდიასთან და ისრაელთან წააგეს ერთნაირი ანგარიშით – 0:2.

თუმცა ჯერ ლატვიით ვიწყებთ. ნაკრების მწვრთნელი ლონდონის “არსენალის” ყოფილი მცველი იგორს სტეპანოვსია. “არსენალში” სამი წლის განმავლობაში ირიცხებოდა, თუმცა ძალიან იშვიათად თამაშობდა. ისე, ლატვიის შვიდგზის ჩემპიონია “სკონტოს” მაისურით.

ლატვიის 17-წლამდელთა ნაკრებში 9 ფეხბურთელია კლუბ “მეტადან”. ერთი ლეგიონერიც ჰყავთ: შემტევი მარკუს კალნინში ესპანური “მალიორკას” აკადემიიდან.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: ლუკა კუტალაძე (დინამო თბ), მამუკა ბახტაძე (საბურთალო), ლუკა ხარშილაძე (დინამო თბ);

მცველები: ცოტნე კაპანაძე (საბურთალო), დავით სამსონია (საბურთალო), ირაკლი აზაროვი (დინამო თბ), გიორგი აბზიანიძე (ტორპედო), ანზორ მექვაბიშვილი (დინამო თბ), ზურაბ ჭავჭანიძე (დინამო თბ), ზურაბ ბაქრაძე (ლოკომოტივი), ივა გელაშვილი (სპარტა, ჩეხეთი);

ნახევარმცველები: გიორგი ლომთაძე (დინამო თბ), გიორგი შალიკაშვილი (სფფ აკადემია), გიორგი გაგუა (იბერია 2010), ცოტნე ჩოთალიშვილი (საბურთალო), შოთა ნონიკაშვილი (საბურთალო) , ლუკა-სებასტიან შვარცი (კარლსრუე, გერმანია), დავით ლორთქიფანიძე (ატალანტა, იტალია), გიორგი მოისწრაფიშვილი (დინამო თბ);

თავდამსხმელები: ზურიკო დავითაშვილი (დინამო თბ), ელგუჯა ჯანგველაძე (დინამო თბ), ხვიჩა კვარაცხელია (დინამო თბ), გიორგი გულიაშვილი (საბურთალო);

მატჩების განრიგი:

24 ოქტომბერი

15:00. დავით პეტრიაშვილი. იტალია - მონტენეგრო

18:00. მიხეილ მესხი. ლატვია – საქართველო

27 ოქტომბერი

15:00. დავით პეტრიაშვილი. იტალია - ლატვია

18:00. მიხეილ მესხი. საქართველო – მონტენეგრო

30 ოქტომბერი

17:00. მიხეილ მესხი. საქართველო - იტალია

17:00. დავით პეტრიაშვილი. მონტენეგრო – ლატვია

მატჩებზე გულშემატკივართა დასწრება თავისუფალია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.12305