ჩოგბურთი

14:55 | 23.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

პლისკოვას და მუგურუსას დამაჯერებელი სტარტი

სინგაპურში რვა საუკეთესო ქალი ჩოგბურთელი შეიკრიბა და წლის შემაჯამებელი ტურნირი დაიწყო. ქალბატონები ორ ჯგუფად დაიყვნენ - წითელი და თეთრი.

გუშინ თეთრი ჯგუფის მატჩები გაიმართა. კაროლინა პლისკოვამ ვინუს უილიამსი მარტივად 6:2, 6:2 დაამარცხა. ვინუსს შეხვედრის მოგების არანაირი შანსი არ ჰქონია. პლისკოვა კი ტრადიციულად აგრესიული მოწოდებით გამოირჩეოდა და შეხვედრის რიტმს მთლიანად აკონტროლებდა.

წლის შემაჯამებელ ტურნირზე პირველად ასპარეზობს ელენა ოსტაპენკო. გარბინიე მუგურუსამ დებიუტანტი ლატვიელი 6:3, 6:4 დაამარცხა. ესპანელმა ორივე სეტში იოლი გამარჯვება მოიპოვა.

წლის შემაჯამებელი ტურნირის საპრიზო ფონდი 7 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს.

თეთრი ჯგუფი

1.

კაროლინა პლისკოვა

1

1

0

2:0

1

2.

გარბინიე მუგურუსა

1

1

0

2:0

1

3.

ვინუს უილიამსი

1

0

1

0:2

0

4.

ელენა ოსტაპენკო

1

0

1

0:2

0

0.140433