საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი ვაკო ყაზაიშვილი ამერიკული MLS-ის პლეი-ოფში ითამაშებს. ძალზე დრამატული გამოდგა რეგულარული სეზონის დასასრული: “სან ხოსეს” ბოლო ტურში აუცილებლად გამარჯვება სჭირდებოდა და “მინესოტას” ორჯერ უგებდა, მაგრამ 81-ე წუთზე მეორე გოლი გაუშვა და საუკეთესო ექვსეულს მიღმა რჩებოდა (2:2).
თუმცა, მსაჯის მესამე დამატებულ წუთზე მარკო ურენას გოლით “სან ხოსემ” 3:2 მოიგო და პლეი-ოფში თამაშის უფლება მოიპოვა.
აღნიშნულ წარმატებაში თავისი წვლილი ქართველმაც შეიტანა – ვაკომ “მინესოტასთან” შეუცვლელად ითამაშა. მართალია, ამჯერზე გოლი არ გაუტანია, მაგრამ გეხსომებათ, წინა ტურებში მნიშვნელოვანი გოლები შეაგდო.
MLS-ის რეგულარული სეზონი “სან ხოსემ” დასავლეთ კონფერენციის მეექვსე ადგილზე დაასრულა 46 ქულით. რაც შეეხება ყაზაიშვილს, ქართველი ახალ გუნდს ჩინებულად შეეწყო და 13 მატჩში 5 გოლის გატანაც მოახერხა.