ფეხბურთი

16:51 | 22.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

არანორმალური მესი...

“ბარსელონას” არგენტინელმა ვარსკვლავმა ლიონელ მესიმ ლა ლგიის ბოლო ტურში “მალაგასთან” (2:0) გოლის გატანა ვერ შეძლო, მაგრამ საინტერესო შედეგს მაინც მიაღწია.

საქმე ისაა, რომ ანდრეს ინიესტამ ლიონელის პასით გაიტანა გოლი, ხოლო მესიმ ლა ლიგაში არც მეტი, არც ნაკლები, მე-500 გოლში მიიღო უშუალო მონაწილეობა (გოლი+პასის სისტემით). სამხრეთამერიკელი შემტევის ანგარიშზე ესპანეთის ჩემპიონატის ეგიდით 391 შეხვედრაში 360 გოლი და 140 საგოლე გადაცემაა.

30 წლის ფეხბურთელი მიმდინარე სეზონში ლა ლიგის ბომბარდირთა დავას უდგას სათავეში 11 გატანილი გოლით. გარდა ამისა, 3-ჯერ ჩემპიონთა ლიგაზეც მოახერხა მეტოქეების დამწუხრება.

0.115302