ფეხბურთი

20:48 | 22.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

რაიოლა: “იბრაჰიმოვიჩს არსად არ გავუშვებ”

ცნობილმა აგენტმა მინო რაიოლამ განაცხადა, რომ 36 წლის ზლატან იბრაჰიმოვიჩი კარიერას ჯერ არ დაასრულებს.

“ქირურგმა, რომელმაც ზლატანს ოპერაცია გაუკეთა, თქვა, რომ ასეთი ათლეტი ცხოვრებაში არ უნახავს. “იბრა” ჯერ არსად არ წავა, მე არ მივცემ დანებების უფლებას. პირდაპირ ვთქვა? ჩემი შვილები გაიზარდნენ, მათ ფული სჭირდებათ. იბრაჰიმოვიჩმა ამაზეც უნდა იფიქროს. მასზე რამდენიმე წელი ვიმუშავე, ახლა კი მან უნდა იმუშაოს ჩემზე. მე ხელფასს მივიღებ, ის – საკომისიო თანხას.

...შეუძლია თუ არა ზლატანს მწვრთნელობა? ღმერთო, შემეცოდებოდნენ ის ფეხბურთელები, რომლებიც მის ხელში მოხვდებოდნენ. თან, არ ვიცი, გამოიძებნება თუნდაც ერთი ადამიანი, ვინც იტყვის, რომ “იბრა” თავის საქმეს კარგად ვერ აკეთებს?! თუ ასეთი გამოჩნდება, ნეტავ, ვიდეოკამერამ გადაიღოს”.

0.131534