ფეხბურთი

15:12 | 22.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

მარკო ვერატი: “მე და ნეიმარი პსჟ-ში ფულის გამო არ ვთამაშობთ”

ფრანგული “პარი სენ ჟერმენის” ნახევარმცველმა მარკო ვერატიმ განაცხადა, რომ პარიზულ კლუბში ფულის გამო არ თამაშობს. იტალიელი ფეხბურთელის განცხადებით, გასულ ზაფხულს გაცილებით სარფიანი შემოთავაზებები ჰქონდა, მაგრამ პსჟ-ში დარჩა.

“არ ველოდი იმ აჟიოტაჟს, რომელიც ზაფხულში ჩემს ირგვლივ იყო. არასდროს მითქვამს, რომ “პარი სენ ჟერმენში” თამაში არ მსურდა. ბევრი ფიქრობს, რომ აქ მხოლოდ ფულის გამო ვთამაშობ, მაგრამ ასე არაა. ზაფხულში სხვა გუნდები გაცილებით მეტს მთავაზობდნენ, მაგრამ პარიზში დავრჩი.

ნეიმარსაც შეეძლო უფრო მეტი გამოემუშავებინა “სიტიში” ან “ჩელსიში”, მაგრამ ჩვენ “პარი სენ ჟერმენის” ფული კი არა, პროექტი და გეგმები გვიზიდავს”, - აღნიშნა ვერატიმ L’Equipe-თან საუბარში.

შეგახსენებთ, მარკო ვერატი ფრანგულ გუნდს 2012 წელს “პესკარადან” შეუერთდა. გასულ ზაფხულს იგი ერთი ხანობა საფრანგეთის დატოვებას ლამობდა, თუმცა საბოლოოდ, პარიზში დარჩა და ისე პსჟ-ს ღირსებას იცავს.

0.112301