ფეხბურთი

20:40 | 21.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

არაბულის მეოთხე გოლი უნგრეთში

უნგრეთის ჩემპიონატში “ბალმაზუივაროშმა” სტუმრად 2:1 სძლია “ვაშაშს”, ერთი გოლი კი ქართველმა ბაჩანა არაბულმა გაიტანა, რომელმაც პირველი ტაიმის ბოლოს 0:2 გახადა ანგარიში. ეს არაბულის მეოთხე გოლია სეზონში, სულ კი 13 ტურია გასული.

“ბალმაზუივაროშის” სასტარტოში, არაბულის გარდა, საყრდენი ირაკლი მაისურაძეც გახლდათ. ორივე მათგანი ბოლო წუთებზე შეცვალეს. ქართველების გუნდი ბოლოსწინა ადგილზეა.

დანიაში “სილკებორმაც” მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა: “სონდერისკესთან” 1:0. გამარჯვებულთა შორის, მათე ვაწაძე და დავით სხირტლაძეც სასტარტოში იყვნენ. ვაწაძემ 70 წუთი დაჰყო მინდორზე, ხოლო სხირტლაძე არ შეუცვლიათ. “სილკებორგი” ბოლოდან მეოთხე პოზიციაზეა.

0.126514