ფეხბურთი

16:08 | 21.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

ანდრეს სილვას გადაბირებას რამდენიმე კლუბი ცდილობს

იტალიური “მილანის” ახალგაზრდა ფორვარდი ანდრე სილვა შესაძლოა კატალონიის “ბარსელონაში” გადავიდეს. აღნიშნულ ინფორმაციას The Sun-ი ავრცელებს.

კატალონიური კლუბი უკვე განიხილავს 21 წლის პორტუგალიელის დამატების საკითხს, თუმცა მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნიჭიერი ფორვარდით “ბლაუგრანას” გარდა, “არსენალი” და “ნაპოლიც” იჩენდნენ ინტერესს.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში სილვამ ყველა ტურნირის გათვალისწინებით 11 მატჩი ჩაატარა და 6 გოლის გატანა მოახერხა. მიუხედავად კარგი შედეგისა “როსონერის” მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილებით სილვა ძალიან იშვითად ხვდება სერია A-ს მატჩების ძირითად შემადგენლობაში.

0.113989