ფეხბურთი

15:18 | 21.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

მონტელას "მილანის" ხელმძღვანელებმა ახალი ულტიმატუმი წაუყენეს

იტალიური “მილანის” მთავარ მწვრთნელს ვინჩენცო მონტელას “როსონერიში” დარჩენის ბოლო შანსი მიეცა. როგორც ჩანს ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე აეკ-თან 0:0 მატჩის შემდეგ ხელმძღვანელები ძალიან უკმაყოფილონი დარჩნენ გუნდის თამაშით და იტალიელ სპეციალისტს ახალი ულტიმატუმი წაუყენეს.

მომდევნო 2 მატჩი მონტელასთვის გადამწყვეტი იქნება და თუ “შავ-წითლები” ორივე თამაშს ვერ მოიგებენ, იტალიელი კლუბს დატოვებს. პოსტის შენარჩუნებისთვის ერთადერთი გამოსავალი მხოლოდ “ჯენოასთან” და “კიევოსთან” მოპოვებული 6 ქულა იქნება.

შეგახსენებთ, რომ 8 ტურის შემდგომ “მილანი” 12 ქულით მე-10 პოზიციაზეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113586