ფეხბურთი

12:38 | 20.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

ნეიმარი 3,8 მილიონით დააჯარიმეს

ბრაზილიის ეროვნული ნაკრებისა და “პარი სენ ჟერმენის” შემტევი ნეიმარი, სასამართლო პროცესის გაჭიანურების გამო, 3,8 მილიონი ბრაზილიური რეალით (1,19 მილიონი დოლარი) დააჯარიმეს.

ბრაზილიის სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ფეხბურთელმა სასამართლოს მიმართ უპატივცემულობა გამოიჩინა, რაც მის წინააღმდეგ გადასახადების დაფარვის საქმეზე მიმდინარე პროცესის ხელოვნურ გაჭიანურებაში გამოიხატა.

როგორც ცნობილია, ნეიმარის ფინანსური საქმიანობით ბრაზილიის საგადასახადო სამსახური ორი წლის წინ დაინტერესდა. ფეხბურთელს სამშობლოში, გადასახადებისგან თავის არიდების მიზნით განხორციელებულ ფინანსურ მაქინაციებში ადანაშაულებენ.

თეგებინეიმარი
0.113222