საქართველოს ნაკრების მცველი დავით ხოჭოლავა უეფას ჩემპიონთა ლიგაზე ისევ გამოჩნდა. ჩვენებურს დებიუტი ჯერ კიდევ პირველ ტურში ჰქონდა, როდესაც "ნაპოლისთან" მატჩის ბოლო წუთები გაატარა მინდორზე. დავითი ამჯერად უკვე როტერდამში, "ფეიენოორდთან" შეხვედრაში ვიხილეთ საქმეში.
მართალია, კვლავ მცირე დროით, მაგრამ ქართველი ფეხბურთელებით ჩემპიონთა ლიგაზე განებივრებულები ნამდვილად არ ვართ და ესეც გამოსარჩევია. ხოჭოლავა 77-ე წუთზე ფაკუნდო ფერეირას ნაცვლად გამოჩნდა მინდროზე. აღსანიშნავია, რომ მანამდე რაკიცკი გააძევა მსაჯმა და სწორედ მისი ადგილი დაიკავა ჩვენებურმა.
თავად შეხვედრა "შახტარმა" 2:1 მოიგო და F ჯგუფში 6 ქულით მეორე ადგილზე იმყოფება.