იტალიური “რომას” ლეგენდამ ფრანჩესკო ტოტიმ 2017 წლის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა და თქვა, რომ პორტუგალიელი თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ უბრალოდ შეუდარებელია.
“მესი, რონალდუ, თუ ნეიმარი? ჩვენ ვსაუბრობთ სამ უცხოპლანეტელზე. ჩვენ ყოველთვის ყველას პატივს ვცემთ საფეხბურთო მოედანზე და მის ფარგლებს გარეთ, თუმცა კონკურენტები რონალდუს წინ ვერ აღუდგებიან.
კრიშტიანუს საოცარი სეზონი ჰქონდა და ის გუნდს ძალიან დაეხმარა. საუკეთესო მწვრთნელად მე ზიდანს ვირჩევ. ერთი მარტივი მიზეზის გამო – მან ყველაფერი მოიგო”, - განაცხადა ტოტიმ.