იტალიის სერია A-ში 8 ტური მიილია და სეზონის პირველი სამწვრთნელო ცვლილება განხორციელდა. “კალიარის” ხელმძღვანელობამ მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან მასიმო რასტელი გაათავისუფლა. კლუბს დატოვებენ რასტელის შტაბის წევრები ნიკოლა ლეგროტალიე და დარიო როსიც.
ამის მიზეზი, ზედიზედ ბოლო ოთხი მატჩის წაგება გახდა. “კალიარის” აქტივში ამ დროისთვის 6 ქულაა და გუნდი სატურნირო ცხრილში მე-13 ადგილზე იმყოფება.
რასტელი “კალიარის” 2015 წლიდან წვრთნიდა. გასულ სეზონში გუნდმა მისი ხელმძღვანელობით იტალიის ჩემპიონატი მე-12 ადგილზე დაასრულა.
ვინ გაუძღვება მომდევნო მატჩებში კალიარელებს, ჯერჯერობით უცნობია.