ფეხბურთი

20:57 | 16.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლა: “ნაპოლი” განსხვავებულად თამაშობს”

“მანჩესტერ სიტის” მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ, “ნაპოლისთან” მოახლოებული მატჩის შესახებ საუბრისას, მაურიციო სარის და მისი გუნდის მიმართ პატივისცემა გამოხატა.

“ჩვენ ამ დაპირისპირებას უნდა მოვერგოთ, რადგან “ნაპოლი” არის გუნდი, რომელიც განსხვავებულად თამაშობს. ისინი ლამაზ ფეხბურთს აჩვენებენ და მე ძალიან მომწონს სარის გუნდი.

“ნაპოლის” ჰყავს 3 დინამიური მოთამაშე წინა ხაზში, განსაკუთრებით კალეხონი. ასევე ჰყავთ კარგი ნახევარმცველები, რომლებიც ბურთს საკმაოდ კარგად იჭერენ. ჰყავთ გამოცდილი მეკარე და შესანიშნავი მწვრთნელი.

როდესაც იტალიაში 8 თამაშს მოიგებ ზედიზედ, ეს იმას ნიშნავს, რომ მართლა ძლიერი ხარ. ზოგადად, იტალიელებს ძალიან კარგი მწვრთნელები ჰყავთ. ამის დასტურია: კონტე, ალეგრი, სარი და მრავალი სხვა.

აგუეროს მონაწილეობა ამ დაპირისპირებაში საეჭვოა, რადგან მას ჯერ კიდევ აქვს პრობლემები ჯანმრთელობის მხრივ”, - განაცხადა გვარდიოლამ.

შეგახსენებთ, რომ “მანჩესტერ სიტისა” და “ნაპოლის” მატჩი 17 ოქტომბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

0.107178