ფეხბურთი

22:00 | 13.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

დონარუმას ტოპ 5 ჩემპიონატში საუკეთესო შედეგი აქვს

იტალიური “მილანის” მეკარე ჯანლუიჯი დონარუმა ევროპის წამყვან 5 ჩემპიონატში გამორჩეულია. Who Scored-მა 2017 წლის სტატისტიკური მონაცემები გამოაქვეყნა და აღმოჩნდა, რომ 18 წლის მეკარემ სხვებთან შედარებით ყველაზე მეტჯერ იხსნა საკუთარი კარი გოლისგან – 99.

წლეულს ასეთი მაღალი მაჩვენებელი იტალიის, ინგლისის, ესპანეთის, გერმანიისა და საფრანგეთის ჩემპიონატებში არავის აქვს.

2017-2018 წლების სეზონში დონარუმამ 12 შეხვედრიდან 5-ში კარი მშრალად შეინახა, ხოლო ჯამში 13 გოლი გაუშვა.

ჯანლუიჯი დონარუმას დებიუტი დიდ ფეხურთში ორი წლის წინ შედგა. გასულ ზაფხულში, ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად დონარუმამ “მილანთან” კონტრაქტი 2021 წლამდე გაახანგრძლივა.

0.127038