ბრაზილიელი ადრიანო საფეხბურთო კარიერის განახლებას გეგმავს. როგორც 35 წლის თავდამსხმელმა TV Globo-ს განუცხადა, მას ვარჯიშის დაწყება და იმის დამტკიცება სურს, რომ ფეხბურთის თამაში შეუძლია.
“მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხანია არ მითამაშია, ფორმაში ვარ. მინდა ვარჯიში დავიწყო, თუნდაც კლუბის გარეშე, და დავამტკიცო, რომ შემიძლია. ეს ერთადერთი გზაა, რომ ფეხბურთი კვლავ ვითამაშო.
მამის გარდაცვალების შემდეგ დიდი დეპრესია მქონდა. მქონდა ფსიქოლოგიური მხარდაჭერა “ინტერიდან” და გუნდმა ყველაფერი გაიღო, მაგრამ ვერ შევძელი დავბრუნებულიყავი უფრო ძლიერი, ვიდრე იქამდე ვიყავი. იტალიაში ცხოვრება არ მინდოდა, მხოლოდ შინ, ოჯახის წევრებთან ყოფნა მსურდა”, - თქვა ადრიანომ.
ბრაზილიელმა ადრიანო ლეიტე რიბეირომ კარიერის საუკეთესო პერიოდი “ინტერში” გაატარა. მას თავის დროზე “ოქროს ბურთის” შესაძლო მფლობელადაც მიიჩნევდნენ. იტალიაში ყოფნისას მეტსხელიც მიიღო – “იმპერატორი”.
ადრიანო ბოლოს “მაიამი იუნაიტედში” თამაშობდა, რომელიც 2016 წელს ახსნა-განმარტებების გარეშე დატოვა.