“ბარსელონას” შემტევი ლიონელ მესი “ბლაუგრანადან” წასვლაზე დაფიქრდაო: The Sun-ის ინფორმაციით, არგენტინელს, რომლის კონტრაქტიც 2018 წლის ზაფხულამდეა გათვლილი, ეჭვი ეპარება, რომ ესპანეთში უნდა დარჩეს.
მთავარ მიზეზად, რის გამოც მესიმ ორჭოფობა დაიწყო, კატალონიის პოლიტიკური სიტუაცია მოიაზრება. 30 წლის მოთამაშე “მანჩესტერ სიტისთან” კონტრაქტის გაფორმების ვარიანტს განიხილავს, რომელიც, შესაძლოა, ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში განხორციელდეს.
შეგახსენებთ, რომ ლიონელ მესი “ბარსაში” 2000 წლიდანაა. 3 სეზონი გაატარა ახალგაზრდულში. 2003-2004 წლების სეზონში იყო “ბარსელონა” С-ში, 2004-2005-ში – “ბარსელონა B”- ში და 2004 წლიდან მთავარ გუნდში გამოდის და ამ დროში 30-მდე საკლუბო პრიზი მოიგო და 5-ჯერ გახდა “ოქროს ბურთის” მფლობელი.