ფეხბურთი

19:50 | 12.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

ლიგა 2: სტუმართა უპირატესობით

ეროვნულ ლიგა 2-ში 30-ე ტურის ორი მატჩი გაიმართა. თბილისის “ვიტ ჯორჯიამ” ტექნიკურ ცენტრ “ბასაზე” 2:1 სძლია “გაგრას”. გადამწყვეტი გოლი კახა კახაბრიშვილმა ბოლო წუთებზე გაიტანა.

ვიტელები მეოთხე ადგილზე არიან და მესამეზე გასვლის, ანუ პლეი-ოფში მოხვედრის შანსი გაუჩნდათ. საამისოდ ბოლნისის “სიონს” უნდა დაეწიონ. აი, “გაგრას” კი შანსი შეუმცირდა.

წყალტუბოს “სამგურალმა” მარტვილში უმასპინძლა ლანჩხუთის “გურიას” და 1:2 წააგო. გადამწყვეტი გოლი ემანუიელ იაგრმა მიითვალა. 19 წლის განელის გატანილმა მნიშვნელოვანი სამი ქულა მოუტანა ლანჩხუთელებს.

გაგრა – ვიტ ჯორჯია 1:2 (1:1)

გოლები: 1:0 გ.ქურდაძე (40), 1:1 კამლაძე (42), 1:2 კახაბრიშვილი (89)

სამგურალი – გურია 1:2 (1:1)

გოლები: 0:1 მოსიძე (13), 1:1 ჩიხლაძე (19), 1:2 იაგრი (72)

13 ოქტომბერს 15:00 საათზე დაიწყება სამი მატჩი

ტყიბული. მეშახტეს ბაზა. მეშახტე – მერანი

მცხეთა. მცხეთა პარკი. ცხინვალი – სიონი

ზედა ეწერი. ცენტრალური. ზუგდიდი – რუსთავი

0.134372