თამაშგარე

18:46 | 12.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

ვეას ლიბერიის პრეზიდენტად არჩევა მალდინიმ მიულოცა

იტალიური “მილანის” ლეგენდარული ფეხბურთელი, “ოქროს ბურთის” მფლობელი ჟორჟ ვეა ლიბერიის პრეზიდენტად აირჩიეს. პირველი მილოცვა კი მან ყოფილი თანაგუნდელისგან, პაოლო მალდინისგან მიიღო.

“ვულოცავ ჩემს ძვირფას მეგობარ ჟორჟ ვეას, რომელმაც პოლიტიკური არჩევნები მოიგო და გახდა ლიბერიის ახალი პრეზიდენტი. დარწმუნებული ვარ, რომ თავმდაბალი და კეთილშობილი კაცი, მისი ხალხის სრულყოფილი ლიდერი გახდება. სიყვარული და მხარდაჭერა ჩემგან და ჩემი ოჯახისგან”, - დაწერა მალდინიმ “ინსტაგრამში” ვეას გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ ვეამ ლიბერიის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა 2005 წელსაც მიიღო, თუმცა მაშინ, პირველი ტურის გადალახვის შემდეგ, მეორე ტურში დამარცხდა ელენ ჯონსონ სერლიფთან, რომელიც აფრიკის ისტორიაში პირველი ქალი პრეზიდენტი გახდა.

0.100927