“ბარსელონა” “ნოუ კამპის” რეკონსტრუქციას და ტევადობის გაზრდას გეგმავს. სტადიონს ექნება ახალი სახურავი, ულტრათანამედროვე ტაბლო, განახლდება ვიპ ლოჟა. როგორც ვარაუდობენ, სარეკონსტრუქციო სამუშაოები 550 მილიონ ევრომდე დაჯდება.
ესპანური გამოცემა Sport-ის ინფორმაცით, კლუბი იმედოვნებს, რომ იპოვის სპონსორს, რომელისგანაც 200 მილიონამდე ევროს მიიღებს.
სტადიონების სახელის გაყიდვა მსოფლიო ფეხბურთში მიღებული პრაქტიკა გახდა. მაგალითისთვის, იმ სტადიონებიდან, რომელზეც ინგლისის პრემიერლიგის კლუბები თამაშობენ, 8-ს სპონსორის სახელი ჰქვია.
შეგახსენებთ, რომ “ნოუ კამპი” დღეის მონაცემებით 98 ათას მაყურებელს იტევს, რეკონსტრუქციის შემდეგ კი 7 ათასი ადგილის დამატება იგეგმება.