მიუნხენის “ბაიერნის” შემტევმა ტომას მიულერმა კარლო ანჩელოტის გათავისუფლების შესახებ საუბრისას აღნიშნა, რომ წარუმატებლობაში მხოლოდ იტალიელი სპეციალისტის დადანაშაულება მართებული არაა.
“არსებულ პრობლემებს რეალურად უნდა შევხედოთ და ვაღიაროთ, რომ ყველაფერში მხოლოდ ანჩელოტი არ არის დამნაშავე. ჩვენი წარუმატებლობა დიდწილად უკავშირდება მოთამაშეებს და ამ პასუხისმგებლობას ვერ გავექცევით. ახლა გვჭირდება ფრთხილი და სწორი გეგმა, რომელიც ჩვენს წინაშე მდგომ ამოცანებს გადაგვაჭრევინებს”, - განაცხადა გერმანელმა.
“ბაიერნი” ბუნდესლიგის 7 ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილში 14 ქულით მე-2 პოზიციაზეა და 5 ქულით ჩამორჩება ლიდერ “დორტმუნდს”.