ფეხბურთი

21:50 | 11.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

ფიგუ უეფაში იმუშავებს

პორტუგალიის ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ლუიშ ფიგუ ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის საფეხბურთო მრჩეველი გახდა. აღნიშნული ინფორმაცია უეფას ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა. ლუიში უეფას პრეზიდენტ ალექსანდრ ჩეფერინთან იმუშავებს და ასევე ორგანიზაციას სხვადასხვა საქმეში დაეხმარება.

ფიგუმ საფეხბურთო კარიერა ლისაბონის "სპორტინგშო" დაიწყო და შემდეგ "რეალში", "ბარსელონაში" და "ინტერში" თამაშობდა. პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებში ლუიშს 127 შეხვედრა აქვს ჩატარებული.

0.120836