მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის H ჯგუფში ბოლო ტური სრული ფორმალობა იყო. ერთადერთი საბერძნეთის ნაკრებს ჰქონდა მეორე ადგილი გასაფორმებელი და ამის ვარაუდიც ძალიან მარტივი გახლდათ: ასეც მოხდა, ბერძნებმა გიბრალტარის ნაკრები გაანადგურეს და პლეი-ოფში თამაში გაინაღდეს.
ასევე, 4:0 მოიგო ბელგიის ნაკრებმა, რომელმაც თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მთელი შესარჩევი ციკლი ივარჯიშა. რობერტო მარტინესის გუნდს არცერთ თამაშში სერიოზული წინაღობა არ შეხვედრია. “წითელმა ეშმაკებმა” კვიპროსიც დაიბრიყვეს. გამოვარჩიოთ, რომ გოლები გაიტანეს ძმებმა: ედენ აზარმა დუბლი შეასრულა, ხოლო მის გოლებს შორის თავი ტორგენ აზარმაც გამოიჩინა.
ბოსნიის ნაკრებმა შესარჩევი ციკლი ტალინში გამარჯვებით და მესამე ადგილით დაასრულა – ჰაიროვიჩის დუბლი მხოლოდ ესტონეთის დასამარცხებლად გამოდგა საკმარისი.
ბელგია – კვიპროსი 4:0 (1:0) VIDEO
გოლები: 1:0 ე. აზარი (12), 2:0 ტ. აზარი (52), 3:0 ე. აზარი (63, პენ), 4:0 ლუკაკუ (78)
ესტონეთი – ბოსნია 1:2 (0:0) VIDEO
გოლები: 0:1 ჰაიროვიჩი (48), 1:1 ანტონოვი (75), 1:2 ჰაიროვიჩი (84)
საბერძნეთი – გიბრალტარი 4:0 (1:0) VIDEO
გოლები: 1:0 ტოროსიდისი (32), 2:0 მიტროღლუ (61), 3:0 მიტროღლუ (63), 4:0 იანიოტასი (78)
1. | ბელგია | 10 | 9 | 1 | 0 | 43:6 | 28 | |
2. | საბერძნეთი | 10 | 5 | 4 | 1 | 17:6 | 19 | |
3. | ბოსნია | 10 | 5 | 2 | 3 | 24:13 | 17 | |
4. | ესტონეთი | 10 | 3 | 2 | 5 | 13:19 | 11 | |
5. | კვიპროსი | 10 | 3 | 1 | 6 | 9:18 | 10 | |
6. | გიბრალტარი | 10 | 0 | 0 | 10 | 3:47 | 0 |