ფეხბურთი

0:03 | 11.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

ჩვენი სირცხვილის კუნძულები

ყოველთვის ვცდილობთ, წაგებულ მატჩშიც კი დადებითი დავინახოთ. ბევრჯერ ყოფილა, მართლაც კარგად გვითამაშია და წაგვიგია. იტყოდი ადამიანი, რომ ჩანდა მომავლის იმედი და დღეს რა სათამაშო ელემენტებიც გამოჩნდა, მომავალში დადებითად აისახებოდა შედეგზე.

აი, ფარერის კუნძულებზე 1:3 წაგებას კი არანაირი ახსნა არ აქვს. რით გავიმართლოთ თავი? რომ 22-ჯერ დავარტყით და მხოლოდ ერთხელ მოხვდა ბურთი კარის ჩარჩოში?

ჩვენი ის ერთადერთი გოლიც ფარერელთა ფეხბურთელმა გაიტანა თავის კარში: აკაკი შულაიას დაუფასა დრიბლინგი.

პოლონეთთან 0:3, დანიასთან 2:5, ფარერებთან 1:3 – ეს არის გია გეგუჩაძის გაწვრთნილი 21-წლამდელთა ნაკრების შედეგები მიმდინარე შესარჩევში. კომენტარი ზედმეტია.

ფარერის კუნძულებზე მხოლოდ 50 000 ადამიანი ცხოვრობს. ქვეყანა განთქმულია ცხვრების სიმრავლით და მოსახლეობის დიდი ნაწილი სწორედ მეცხვარეობით არის დაკავებული.

ამ წაგებამ ასე ჰარი-ჰარალოზე არ უნდა ჩაიაროს.

სტაჟიანი გულშემატკივრებისგან გაგვიგია, ადრე თბილისის “დინამო” თამაშს რომ წააგებდა, ფეხბურთელები და მწვრთნელები სირცხვილით მეზობლებსაც არ ენახვებოდნენ, ეზოში ჩამოსვლა ეთაკილებოდათო.

21-წლამდელები. ევრო-2019-ის შესარჩევი ციკლი

ტორსჰავნი. ტორსვიოლური

ფარერები-საქართველო 3:1 (3:1)

ფარერები: კ.ჰანსენი, მაგნუსონი, ვარდუმი, იაკობსენი, ედმუნდსონი, ბიარტალოდი, თომსენი, ოლსენი (ბიარტალიდი 70), ჰაინესენი, პეტერსენი (ნიკლასენი 90), ბ.ჰანსენი (ანდრეასენი 63)

მწვრთნელი: ელი ჰანცე

საქართველო: კუპატაძე, შულაია, მარგველაშვილი, ტაბიძე, ნადარაია, მოხევიშვილი, ხარაიშვილი, ჩაკვეტაძე (ბერიძე 66), არაბიძე, არველაძე (კოხრეიძე 46), მიქელთაძე

მწვრთნელი: გია გეგუჩაძე

გოლები: 1:0 ოლსენი (22), 2:0 თომსენი (26), 2:1 იაკობსენი (29 საკ.კარში), 3:1 იაკობსენი (39)

გაფრთხილება: ედმუნდსონი, ოლსენი, ჰაინესენი

მსაჯი: ფარუჯა (მალტა)

0.117612