კალათბურთი

15:20 | 10.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

დუდა სანაძის 9 ქულა სერია A-ში

იტალიის სერია A-ს მეორე ტურში დუდა სანაძის “ფლექს პისტოიამ” საკუთარ მოედანზე “ბრინდიზი” დაძაბულ ბრძოლაში 83:77 დაამარცხა. აღნიშნული გამარჯვებაში თავისი წვლილი შეიტანა საქართველოს ნაკრების მსროლელმაც.

დუდა სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, თუმცა არც ისე მწირი სათამაშო დრო დაეთმო – 18 წუთი. ამ დროში სანაძემ საკუთარ გუნდს 9 ქულა და 1 მოხსნა შესძინა.

სანაძემ სამიდან ერთი სამქულიანი გამოიყენა, ხოლო საჯარიმო ხაზიდან უშეცდომოდ ისროლა - ექვსიდან ექვსი. ჩვენებურის წინააღმდეგ მეტოქეები სამჯერ დაჯარიმდნენ და მანაც, ამდენივე ფოლით დაასრულა მატჩი.

“პისტოიას” ორი ტურის თავზე ორი გამარჯვებით ლიდერთა შორის აქვს ადგილი. მომდევნო შეხვედრას კი, 15 ოქტომბერს, “კრემონას” წინააღმდეგ ჩაატარებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.123165