ფეხბურთი

1:50 | 10.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

ვლადიმირ ვაისი: "ორგანიზებულად, კარგად ვითამაშეთ"

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა სერბეთთან მარცხის (0:1) შემდეგ ისაუბრა. სლოვაკმა სპეციალისტმა ამჯერადაც ღია დატოვა კითხვა, რჩება თუ არა საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე - მისი განცხადებით, ლევან კობიაშვილს შეხვდება და იქ გაირკვევა აღნიშნული საკითხი.

"პირველ რიგში ვულოცავ სერბეთის ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლას. რაც შეეხება თამაშს - დუშან ტადიჩი ერთ-ერთი საუკეთესოა თავის პოზიციაზე მსოფლიოში. ასევე, კოლაროვი, მატიჩი - ამ თაობისთვის ბოლო შანსი იყო და ეცდებოდნენ, რომ მსოფლიოზე მოხვედრის ეს შანსი ხელიდან არ გაეშვათ. არ არის ადვილი. პირველი ტაიმი ყველამ ნახა, ჩვენ ვითამაშედ კარგად, ორგანიზებულად. ჩვენ დაგვაკლდა მეტი კვალიფიკაცია შეტევაში. სერბეთმაც კონტშეტევის დროს გაიტანა.

ადრეც ვთქვი, რომ სერბეთი კარგი გუნდია. ჩვენი მეკარე კარგი იყო დღეს 3-4 მომენტში. ამ კვალიფიკაციის ყველა თამაშში წავაგეთ, ვართ ბოლოსწინა ადგილზე, მაგრამ დიდი ნაბიჯი გადავდგით მომავლისკენ.. საქართველო ბოლო კალათში იყო წილისყრამდე და წინ გადადგა ნაბიჯი ამ მრხივაც. შეხვედრის შემდეგ გვაქვს სადილი პრეზიდენთტან და დავრჩები თუ არა, მაშინ გადაწყდება ყველაფერი.

ყველა კლუბს და ქვეყანას მინდა ვუთხრა, რომ მიაქციონ ყურადღება ჩვენს კაპიტანს, ჯაბას, რომელიც არის უკლუბოდ და მხოლოდ ვარჯიშობს. ეს ბიჭი არის დაუჯერებლად კარგი. ხოჭოლავა, აბურჯანია, ჯიღაური - არ იყო სასტარტოში მოხვედრა იოლი. მათ მივეცი შანსი ეთამაშათ.

ვერ დაგეთანხმებით, რომ სტუმრად უკეთესად ვთამაშობთ, ვიდრე სახლში - კარგად ვითამაშეთ მაგრამ წავაგეთ 1:3 თბილისში, გქვონდა მოგების შანსი, ასე რომ არც ასეა საქმე, იგივე პროცესია. ვთამაშობთ, ვთამაშობთ, ვთამაშობთ, მაგრამ ვერ ვიტანთ გოლს. ჩვენ გვჭირდება ისეთი გამოცდილი ფეხბურთელები, როგორებიც ოქრიაშვილი, მჭედლიძე და ანანიძე არიან", - განაცხადა ვაისმა.

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის D ჯგუფი 5 ქულით, მეხუთე ადგილზე დაასრულა. ვლადიმირ ვაისის გუნდმა, საკუთარ მოედანზე 5 თამაშიდან 2 ფრე ითამაშა, ხოლო სამჯერ დამარცხდა. სტუმრად პირიქით - 3 ფრე, 2 მარცხი.

თამარ ჯიშკარიანი სპეციალურად WORLDSPORT.GE-სთვის ბელგრადიდან

0.113056