ფეხბურთი

13:56 | 9.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

დროგბა: “მოჰამედ სალაჰი ეგვიპტის ლიდერია”

ლონდონის “ჩელსის” ყოფილი თავდამსხმელი დიდიე დროგბა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე ეგვიპტის ნაკრების გასვლას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამაყობს მოჰამედ სალაჰით.

“მე ვამაყობ ჩემი ძმით, მოჰამედ სალაჰით. ის გახდა თავისი ქვეყნის ნამდვილი ლიდერი”, - დაწერა დროგბამ ტვიტერის პირად გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ ეგვიპტელებმა შესარჩევი ტურნირის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე კონგოს ნაკრებს სალაჰის დუბლის წყალობით (გადამწყვეტი გოლი მსაჯის მიერ კომპენსირებულ მე-5 წუთზე გაიტანა) 2:1 მოუგეს და 28 წლის შემდგომ პირველად იასპარეზებენ მსოფლიოს ჩემპიონატზე. რაც შეეხება დროგბასა და სალაჰის ურთიერთობას, ისინი 2014-2015 წლების სეზონში ერთად იცავდნენ “ჩელსის” ღირსებას.

0.114855