ფეხბურთი

13:27 | 9.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

რობერტო კარლოსი: “როი ჰოჯსონმა ფეხბურთი არ იცის”

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა მარცხენა მცველმა რობერტო კარლოსმა ინგლისელი სპეციალისტი როი ჰოჯსონი გააკრიტიკა. მისი თქმით, “კრისტალ პალასის” ამჟამინდელმა მთავარმა მწვრთნელმა ფეხბურთი არ იცის.

“როი “ინტერში” ჩემი მწვრთნელი იყო, რომელმაც “რეალში” გამყიდა. იგი ნახევარდაცვაში მათამაშებდა, იქ კი ჩემი ადგილი არ იყო. ნამდვილად არ ვამბობ იმას, რომ მასთან ცუდი ურთიერთობა მქონდა ოდესმე, უბრალოდ მან ფეხბურთი არ იცის.

“ინტერმა” 1996 წელს“შალკესთან” რომ წააგო, მთლიანად ჰოჯსონი იყო დამნაშავე.

საუკეთესო მწვრთნელი, რომელთანაც მიმუშავია, იტალიელი სპეციალისტი ფაბიო კაპელოა. ის იყო განსხვავებული და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი მწვრთნელი იყო ჩემს ცხოვრებაში”, - განაცხადა რობერტო კარლოსმა.

ბრაზილიელმა საფეხბურთო კარიერა 1991 წელს დაიწყო “უნიონ სან ჟუანში”, სადაც 2 წელი დაჰყო, შემდეგ იყო “პალმეირასი”, 1995-1996 წლებში “ინტერი”, საიდანაც ყველაზე ხანგრძლივი დროით მადრიდის “რეალში” გადაბარგდა – 1996-2007. შემდეგი 2 წელი “ფენერბახჩეში” გაატარა, 2010-2011 წლებში “კორინთიანსში”, ბოლოს კი 2011-2012 წლების სეზონში “ანჟის” შემადგენლობაში თამაშობდა.

0.115167