საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართულ ამხანაგურ მატჩში 2:1 დაამარცხა ფინეთი.
გიორგი ყიფიანის გუნდი მთელი მატჩის განმავლობაში ფლობდა უპირატესობას, რაც ლუკა ასათიანის და ბექა ქავთარაძის გოლებში ასახა. სტუმრებმა ბოლო წუთებზე შეძლეს ერთი ბურთის გაქვითვა.
საქართველოს ნაკრებმა ასეთი შემადგენლობით ითამაშა: ბულისკერია, ასათიანი, ჯინჯოლავა, მალი, ხარაბაძე, ანდრონიკაშვილი, ქოჩორაშვილი, დარცმელია, ზარიძე, ნ. ნინუა, ქავთარაძე.
შეცვლაზე შევიდნენ: კახიძე, ხარშილაძე, ა. ნინუა, კუხიანიძე, ბარაბაძე, მეგრელაძე.
მეორე ამხანაგურ მატჩს გუნდები 10 ოქტომბერს ჩაატარებენ.
gff.ge