ფეხბურთი

1:46 | 9.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

მუნდიალი 2018, C ჯგუფი: გერმანია დანაკარგის გარეშე, ჩრდ. ირლანდია პლეი-ოფშია (+VIDEO)

მსოფლიოს ჩემპიონი გერმანიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე უდანაკარგოდ მიემგზავრება. “ბუნდესნაკრებმა” შესარჩევ ციკლში ყველა თამაში მოიგო და ჯგუფური ეტაპი 30 ქულით დაასრულა.

იოაჰიმ ლიოვის გუნდმა ბოლო ტურში აზერბაიჯანის ნაკრებს უმასპინძლა, კაიზერსლაუტერნში, “ფრიც ვალტერზე”. ჩვენმა მეზობლებმა ალემანებს წინააღმდეგობა მხოლოდ პირველ ტაიმში გაუწიეს, ხოლო მეორე ნახევარში ფეხბურთს ერთი გუნდი თამაშობდა. ჩინებული თამაში ჩაატარა ლეონ გორეცკამ, რომელმაც დუბლი გაიფორმა და მათ შორის, გამორჩეული იყო პირველი გოლი – ქუსლით. ლამაზი გოლით გამოირჩა ემრე ჩანიც – “ლივერპულის” ნახევარმცველმა აზერბაიჯანელთა რბევას წერტილი დაუსვა – 5:1.

ასევე დიდი ანგარიშით მოიგო ჩეხეთის ნაკრებმა, რომელმაც სან მარინოს 5:0 გადაურბინა. თუმცა, ჩეხებს პლეი-ოფში გასვლის შანსი დაკარგული ჰქონდათ და ბუნებრივია აღნიშნულ სამ ქულას არაფერი შეუცვლია.

ისევე, როგორც ნორვეგიის ნაკრებს არ მისცა არაფერი ჩრდილოეთ ირლანდიასთან გამარჯვებამ (1:0). აი, ოსლოში დამარცხებული ჩრდ. ირლანდია კი, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა, ახლა მუნდიალზე გასვლას აპირებს – წინ პლეი-ოფია.

ჩეხეთი – სან მარინო 5:0 (3:0) VIDEO

გოლები: 1:0 კრმენჩიკი (8), 2:0 კრმენჩიკი (23), 3:0 კოპიჩი (27), 4:0 ნოვაკი (71) 5:0 კადლეცი (83)

გერმანია – აზერბაიჯანი 5:1 (1:1) VIDEO

გოლები: 1:0 გორეცკა (9), 1:1 შეიდაევი (34), 2:1 ვაგნერი (54), 3:1 რუდიგერი (64), 4:1 გორეცკა (66), 5:1 ჩანი 81)

ნორვეგია – ჩრდ. ირლანდია 1:0 (0:0) VIDEO

გოლი: 1:0 ბრანტი (71, ა.გ)

1. გერმანია 10 10 0 0 43:4 30
2. ჩრდ. ირლანდია 10 6 1 3 17:6 19
3. ჩეხეთი 10 4 3 3 17:10 15
4. ნორვეგია 10 4 1 5 17:16 13
5. აზერბაიჯანი 10 3 1 6 10:19 10
6. სან მარინო 10 0 0 10 2:51 0
0.169398