მადრიდის “რეალის” კაპიტანმა სერხიო რამოსმა კლუბთან ახალი კონტრაქტი გააფორმა. Marca-ს ცნობით, 31 წლის მცველი მადრიდში 2021 წლის ზაფხულამდე დარჩება, ხოლო აღნიშნული ინფორმაცია ოფიციალურად მოგვიანებით დადასტურდება.
აღსანიშნავია, რომ რამოსის ძველი ხელშკერულება 2020 წლამდე იყო გათვლილი, თუმცა ახალი კონტრაქტის თანახმად, ესპანელი მცველის ხელფასი მნიშვნელოვნად გაიზარდა - კრიშტიანუ რონალდუსა და გარეთ ბეილის შემდეგ ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი იქნება “რეალში”.
სერხიო რამოსი “რეალში” 2005 წელს “სევილიადან” გადავიდა. “სამეფო კლუბმა” ცოტა ხნის წინ კონტრაქტები მარსელოს, ისკოს, დანი კარვახალსა და ქარიმ ბენზემას გაუხანგრძლივა.