ფეხბურთი

13:25 | 8.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ეროვნული ნაკრები სერბეთში თბილისის დროით 13:00 საათზე ჩავიდა

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები სერბეთში, მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო მატჩის ჩასატარებლად, ჩარტერიული რეისით ჩაფრინდა. 9 ოქტომბერს, თბილისის დროით 22:45 საქართველოს ეროვნული ნაკრები, ბელგრადში, ცრვენა ზვეზდას სტადიონზე სერბეთს დაუპირისპირდება. მიმდინარე ციკლში, ბოლო მატჩის ჩასატარებლად ვაისმა შემდეგი შემადგენლობა წაიყვანა:
მეკარეები: გიორგი ლორია (ანჟი, რუსეთი), გიორგი მაკარიძე (მორეირენსე, პორტუგალია, როინ კვასხვავაძე („ტორპედო“ ქუთაისი);
მცველები: ოთარ კაკაბაძე (ხიმნასტიკი, ესპანეთი), უჩა ლობჟანიძე (ატირაუ, ყაზახეთი), გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), სოლომონ კვერკველია (ლოკომოტივი, რუსეთი), ლაშა დვალი (პოგონი, პოლონეთი) დავით ხოჭოლავა (შახტარი, უკრაინა) გიორგი ნავალოვსკი (სკა ენერგია, რუსეთი), ლაშა შერგელაშვილი (რიგასი, ლატვია);
ნახევარმცველები: ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), ჯაბა კანკავა, ვაკო გვილია (ბატე, ბელარუსი), გიორგი აბურჯანია (სევილია, ესპანეთი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერსქვიკსი, აშშ), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), ჯაბა ჯიღაური (ვარდარი, მაკედონია), გიორგი ჭანტურია (ურალი, რუსეთი), ლუკას ჰუფნაგელი (ნიურნბერგი, გერმანია);
თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (რაპიდი, ავსტრია), ლადო დვალიშვილი (ატირაუ, ყაზახეთი), დავით სხირტლაძე (სილკებორგი,დანია);

ბელგრადში, საქართველოს ნაკრები სასტუმრო რედისონში დაბინავდა. საღამოს კი ქართველი ფეხბურთელები, მატჩისწინა ვარჯიშს ადგილობრივი დროით 20:00 საათზე გამართავენ. უელსთან მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის შეკითხვას, თუ რა ტაქტიკით ითამაშებდა ბელგრადში, ვაისმა განაცხადა, რომ ტაქტიკას ყველა თამაშზე ცვლიდა და სერბეთთან მატჩიც იქნება გარკვეული ცვლილებები.

შეგახსენებთ, რომ ამ მომენტისთვის სატურნირო ცხრილს სწორედ სერბეთი ლიდერობს, რომელიც წინა ტურში, ავსტრიაში 3:2 დამარცხდა. ისევე, როგორც საქართველოს ნაკრები თბილისში, უელსთან მინიმალური ანგარიშით 0:1. ამრიგად, სწორედ, ბოლო ტური გადაწყვეტს თუ რომელი გუნდები მოახერხებენ ჩვენი ჯგუფიდან მსოფლიოს 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაზე გასვლას.

სპეციალურად „WORLDSPORT.GE-სთვის“ თამარ ჯიშკარიანი ბელგრადიდან

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.11676