ფეხბურთი

12:58 | 8.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

ვენგერი "ბარსელონას" პრემიერლიგაში გადაბარგებას გამოეხმაურა

ლონდონის “არსენალის” მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერი კატალონიის “ბარსელონას” შესაძლო პრემიერლიგაში გამოჩენას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს ნორმალური არ არის.

“ბარსელონა” პრემიერლიგაში? არა, ეს არ არის ნორმალური. ასე თუ ვიმსჯელებთ “სელტიკი” და “რეინჯერსი” რატომ არ თამაშობენ ინგლისში? იმიტომ, რომ ისინი შოტლანდიას წარმოადგენენ.

თუ “ბლაუგრანა” პრემიერლიგაში მოხვდება, ეს იმას ნიშნავს, რომ ინგლისი მხარს უჭერს კატალონიას ამ საკითხში. იმედი მაქვს, რომ “ბარსა” ესპანეთის ჩემპიონატში დარჩება”, - განაცხადა ვენგერმა.

აქვე გეტყვით, რომ ვენგერმა კომენტარი მას მერე გააკეთა, რაც ესპანეთის სპორტის მინისტრმა განაცხადა, რომ კატალონიის დამოუკიდებლობის შემთხვევაში, “ბარსელონას” ადვილად შეუძლია პრემიერლიგაში გადასვლა.

შეგახსენებთ, პირველ ოქტომბერს კატალონიაში ჩატარებულ რეფერენდუმს ესპანეთიდან გამოყოფის თაობაზე, 90%-ზე მეტმა მოსახლეობამ მხარი დაუჭირა.

0.120778