კალათბურთი

23:47 | 7.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე შენგელიას 21 ქულიანი მატჩი ესპანეთის ჩემპიონატში

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის, ლიგა ენდესას მესამე ტური "გრან კანარიასა" და "სასკი ბასკონიას" მატჩით დაიწყო. გამორჩეული შეხვედრა ჩაატარა სტუმართა ქართველმა კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ! ქართველი ბასკებს 21 ქულით შეეწია, თუმცა მარცხისგან ვერ იხსნა: 82:100.

თორნიკე პარკეტზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო და შეხვედრა ასეთი მონაგარით დაასრულა: 32:24 წუთი, 21 ქულა, 4 მოხსნა და 2 პასი. ჩვენებურის მარგი ქმედების კოეფიციენტმა 25 შეადგინა VIDEO.

შენგელიამ 14-დან 8 ორქულიანი და 6-დან 5 საჯარიმო გამოიყენა. სამქულიანი კი ერთხელ ისროლა და არაზუსტად.

"ბასკონიას" შემადგენლობაში ქართველ კალათბურთელზე უკეთესი შედეგი მხოლოდ ჯეისონ გრანგერს ჰქონდა, რომელმც მატჩი 28 ქულით დაასრულა.

"სასკი ბასკონია" 3 მატჩში 1 მოგებითა და 2 მარცხით ცხრილის შუაშია. მომდევნო ტურში, 15 ოქტომბერს, შენგელია და მისი თანაგუნდელები "ფუენლაბრადას" გაეჯიბრებიან.

0.121401