ფეხბურთი

12:32 | 7.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

მუნდიალი 2018, D ჯგუფი: ფინალური აკორდი პირველობისთვის (+VIDEO)

მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის D ჯგუფში ბოლო ტურის ძალზე დაძაბული ვითარებაა. ერთი ადგილი, სამი მსურველი. ფავორიტი მინც სერბეთის ნაკრებია, რომელსაც შეეძლო ყველაფერი მეცხრე ტურში დაესრულებინა, მაგრამ ვენაში უქულოდ დარჩა.

სერბებმა უმოტივაციო ავსტრიასთან მატჩი კარგად დაიწყეს და მალევე წინ გავიდნენ, მაგრამ მერე მოდუნდნენ და მარსელ კოლერის გუნდმა კარი გაიჯახუნა. 89-ე წუთზე შაუბმა “ოსტერაიხს” სამი ქულა მოუტანა, რომელიც არაფერში სჭირდებოდა, მაგრამ პრესტიჟის საქმე იყო. თავის მხრივ, სერბეთი ისევ ლიდერია, მაგრამ ახლა უპირატესობა მინიმალურია – ამიტომაც, ბოლო ტურში საქართველოსთან აუცილებლად გამარჯვება სჭირდება.

ირლანდიის ნაკრებმა მერფის სწრაფი დუბლით აუტსაიდერი მოლდოვა ადვილად დაამარცხა და რუსეთში გასამგზავრებელ შანსს ჯერაც ინარჩუნებს. ამისთვის, მარტინ ონილის გუნდს ორი დღის თავზე კარდიფში უელსის ნაკრების უცილობლივ დამარცხება სჭირდება.

იმ უელსის, რომელმაც თბილისში, საქართველოს ნაკრებს მოუგო. ახლა კრის კოულმენის გუნდის ხელთაა ყველაფერი – მეორე ადგილზე გასასვლელად ქულაც ჰყოფნის, მაგრამ შესაძლოა ეს საკმარისი არ გამოდგეს საუკეთესო მეორე ადგილოსნებს შორის მოსახვედრად. ასე, რომ ბეილის გარეშე უელსის ნაკრებს ირლანდიასთან მოსაგები აქვს.

საქართველო – უელსი 0:1 (0:0) VIDEO

გოლი: 0:1 ლოურენსი (49)

ირლანდია - მოლდოვა 2:0 (2:0) VIDEO

გოლები: 1:0 მერფი (2), 2:0 მერფი (19)

ავსტრია – სერბეთი 3:2 (1:1) VIDEO

გოლები: 0:1 მილივოიევიჩი (11), 1:1 ბურგსტალერი (25), 2:1 არნაუტოვიჩი (76), 2:2 მატიჩი (83), 3:2 შაუბი (89)

1. სერბეთი 9 5 3 1 19:10 18
2. უელსი 9 4 5 0 13:5 17
3. ირლანდია 9 4 4 1 11:6 16
4. ავსტრია 9 3 3 3 13:12 12
5. საქართველო 9 0 5 4 8:13 5
6. მოლდოვა 9 0 2 7 4:22 2


მომდევნო ტური – 9 ოქტომბერი

მოლდოვა – ავსტრია

სერბეთი – საქართველო

უელსი - ირლანდია

0.117799